Why do we use it?

read more

აუდიტის ბაზარზე შემოვიდა კომპანია Kennedy & Smith

საქართველოს ფინანსური მომსახურებისა და აუდიტის ბაზარზე შემოვიდა კომპანია Kennedy & Smith, რომელიც ახორციელებს კორპორაციების, კერძო კომპანიების, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, სახელმწიფო სააგენტოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტს.
კლიენტ კომპანიებში Kennedy & Smith ნერგავს ფინასური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS), ხოლო ინდივიდუალურ პროფესიონალებს ამზადებს შემდეგ დისციპლინებში: ფინანსური ანგარიშგების მომზადება, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IAS). Kennedy & Smith-ის ტრენინგები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომის მოსაპოვებლად.
საქართველოში მოქმედ I და II კატეგორიის საწარმოებს ევალებათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ და შესაბამისად, საჯარო გახადონ  აუდიტირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები: სრული შემოსავლების ანგარიშგება, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება, ანგარიშგებათა შენიშვნები და საქმიანობის მიმოხილვა.
აუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს კომპანიების მიმართ როგორც ფინანსური სანქციების დაწესება, ასევე სხვა სახის არასასურველი შედეგების დადგომა.
Kennedy & Smith I და II კატეგორიის საწარმოებს სთავაზობს ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების აუდიტს მსოფლიოში აღიარებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.

get in touch

Besiki str. N4, „Besiki Business Centre”, Office N209

Phone: +995 322 10 34 10

Email: info@kennedy.ge